მწვერვალ შხელდაზე დაღუპული მთამსვლელის, არჩილ ბადრიაშვილის ძებნის სამუშაოები გრძელდება - რას აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მწვერვალ შხელდაზე სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად გარდაცვლილი მთამსვლელის, არჩილ ბადრიაშვილის ძებნის სამუშაოები გრძელდება.
უწყების ცნობით, სამძებრო სამუშაოებში დილიდან ჩაერთო ვერტმფრენი. როგორც "ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მმართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე რთული მეტეოროლოგიური პირობებია.
ინფორმაციისთვის, მწვერვალ შხელდაზე ერთ-ერთი მთამსვლელი სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა, სამი მთამსვლელი კი უვნებლად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში გადმოიყვანეს.