თუ პარლამენტში მიპარვით გაქნეული ხელი არ იყო ვაჟკაცური საქციელი, ვერც ეს გამოდგება ვაჟკაცურ საქციელად - მამუკა მდინარაძე ნიკა მელიაზე თავდასხმაზე
მე მინდა ყველა ადამიანს მოვუწოდო, თქვენი ყველა ხელის გაქნევა „ნაცმოძრაობის“ რომელიმე წარმომადგენლის წინააღმდეგ, „ნაცების“ საქმეს ემსახურება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძე ნიკა მელიაზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა.
„შეიძლება ვიღაცა გულწრფელად გაბრაზებული იყოს, ამასაც გამოკვლევა სჭირდება, მაგრამ ეს მათ საქმეს აკეთებს. რა ემოციაც არ უნდა გამოძრავებდეთ, რაც არ უნდა გამწარებულები იყოთ, ყველას მივმართავ აბსოლუტურად, თუკი მათ წინააღმდეგ ხელს გაიქნევთ ეს მათ გამოადგებათ, როგორც ახლა გამოადგათ. საერთოდ ჩამკვდრები იყვნენ, არაფერი ხდებოდა, წინ და უკან დაბოდიალობდნენ და ყველა მათგანი, გარდა „ნაცმოძრაობისა“, ცდილობს, რომ 5%-იან ბარიერს მიუახლოვდეს. მეტი მიზანი მათ არ აქვთ და ახლა თუ ხელს გავიქნევთ, ამით ხელს შევუწყობთ, რომ პოლიტიკურად გაცოცხლდნენ. თუ გუშინ და გუშინწინ პარლამენტში მიპარვით გაქნეული ხელი არ იყო ვაჟკაცური საქციელი, ვერც ახლა გამოდგება მთლად ვაჟკაცურ საქციელად ეს. ამიტომ ყველას ვთხოვ, რომ ნაცების საქმეს ნუ გააკეთებენ, მათ წინააღმდეგ ხელის ქნევას თავი დაანებონ. დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს სამართლებრივი გამოძიება მოჰყვება. დეტალურად არის გამოსაძიებელი, არსებობს რაღაც ინფორმაციები, რაზეც ხვალ და ზეგ უფრო თამამად ვილაპარაკებ. ჯერ თქვან თავად ნაცებმა, რაიმე კონტაქტი, ბმა ხომ არ არსებობს, რაღაც ხომ არ ხდება და შემთხვევითი არის თუ არა ეს ყველაფერი. როგორც თავად უთქვამთ, დედა იყო ნაცმოძრაობის წარმომადგენელი საუბნო საარჩევნო კომისიაში და ასევე და იყო საუბნო საარჩევნო კომისიაში. ეს არის ფაქტი, დანარჩენზე საზოგადოებამ გააკეთოს დასკვნები. შეიძლება შვილი ჩვენი მომხრე იყოს, ასეც ხდება. თუ ჩვენი მომხრეა, მითუმეტეს, მივმართავ, რომ ნაცების წისქვილზე ნუ დაასხამენ წყალს“, - აღნიშნა მდინარაძემ.
პარტია „ახლის“ თანათავმჯდომარეს ნიკა მელიას გუშინ თავს დაესხნენ.