„შხელდამ ჩაიხუტა გულში, ნაპრალმა ჩაჰკიდა ხელი, მყინვარმა გადახვია მხარი, მთამ მისად დაიტოვა...“ - ცნობილ მთამსვლელს ემოციურად ემშვიდობებიან
ცნობილი მთამსვლელის, არჩილ ბადრიაშვილის ტრაგიკულად დაღუპვას, სოციალურ ქსელში ვიკა ფილფანი ეხმაურება:
„ცოცხალ ლეგენდებს ვერ იტევს მიწა!
არჩილ ბადრიაშვილი - საქართველოს საუკეთესო ალპინისტი!
ეპოქის დასასრული!
ოქროს წერაყინის მფლობელი, პირველი ადამიანი არაერთ მწვერვალზე, ჰიმალაის მწვერვალებზე ახალი მარშრუტების ავტორი- მსოფლიო დონის მთამსვლელი მიიბარა სვანეთის შხედლდამ!
მთასავით დიდებული და სუფთა ბიჭი იყო არჩილი, საიმედო და საამაყო!
ვინ მოთვლის რამდენჯერ სიამაყით გავმართულვართ წელში არჩილის მიღწევების გამო! კიდე ბევრჯერ უნდა გვეამაყა და მოგვეყოლა რომ ლეგენდა გვყავდა, თანაც ცოცხალი!!!
შხელდამ ჩაიხუტა გულში, ნაპრალმა ჩაჰკიდა ხელი, მყინვარმა გადახვია მხარი, მთამ მისად დაიტოვა ჩვენი მეგობარი.
ნუ შეგეშინდებათ მთის ხალხო, აწი აჩი გაგვიწევს მფარველობას!
მადლობა დიდო ბიჭო!
კიდევ შევხვდებით Archil Badriashvili“.