თეგებით ძიება

„ახალი მეწყერის ჩასახვა მიდის ჟვანიას ქუჩაზე“ - რას ამბობს გეოლოგი?

„გეოლოგიური კუთხით, ძალიან ბევრი პრობლემური ადგილია თბილისში,“ - ამის შესახებ გეოლოგმა ალექსანდრე თვალჭრელიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისი თქმით, დედაქალაქში გეოლოგიურად სახიფათო ადგილებს მიეკუთვნება მთაწმინდა. კიდევ ერთი კრიტიკული ქუჩა კი ჟვანიას ქუჩაა, სადაც მისი თქმით, ახალი მეწყერის ჩასახვა მიმდინარეობს.

„ძალიან ბევრი კრიტიკული ადგილია თბილისში. ამაზე ვსაუბრობ სულ, ეს არის ჟვანიას ქუჩა, სადაც ახლა ისახება ახალი მეწყერი. სიხარბეა, როცა აცლიან მთას ფერდს და შიგნით ჩაამონტაჟებენ სახლს - პირდაპირ ვამბობ, ეს არის მთაწმინდის ახალი მშენებლობები. ძალიან ბევრი პრობლემური ადგილია თბილისში,“ - განაცხადა ალექსანდრე თვალჭრელიძემ.

ვრცლად


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა