თეგებით ძიება
12. 08. 2024 მსოფლიო

უკრაინული ძალები რუსეთის ტერიტორიაზე 28 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ

უკრაინის შეიარაღებული ძალები 28 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ, - ამის შესახებ კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი განცხადებით, საბრძოლო შეტაკებების ხაზი არასტაბილური და ბუნდოვანია, უკრაინის ჯარები რუსეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 12 კილომეტრის სიღრმეში არიან შესული, ბრძოლა მიმდინარეობს და უკრაინა აკონტროლებს 489 კვადრატულ კილომეტრს.

„ზუსტად ამ ზონაში 28 დასახლებული პუნქტი მდებარეობს, ეს დაახლოებით 2 ათასი ადამიანია, რომელთა ბედი ჩვენთვის უცნობია“, - განაცხადა სმირნოვმა.

სმირნოვმა პუტინს აცნობა ასევე, რომ 6 აგვისტოს კურსკის ოლქში უკრაინული არმიის შეტევის შემდეგ დაიღუპა 12 მშვიდობიანი მოქალაქე, 121 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 10 ბავშვია.

სმირნოვის თანახმად, კურსკის ოლქიდან ევაკუირებულია და დამოუკიდებლად გავიდა 212 ათასი მცხოვრები. 181 ათას ადამიანს ესაჭიროება ევაკუაცია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა