წალენჯიხის სოფლებში სახლები დაიტბორა - განადგურდა თხილის მოსავალი
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. ქალაქ ჯვარში, ასევე სოფლებში საჩინო და ჩქვალერი დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დაზიანებულია სოფლების შიდა გზები. ადგილობრივები ამბობენ, რომ დატბორილია თხილნარები. ასევე, განადგურებულია მოსაგროვებლად ჩამოცვენილი თხილი.
მერიის შესაბამისი სამსახურები პრობლემურ ადგილებზე იმყოფებიან.
შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია.