თეგებით ძიება
12. 08. 2024 მსოფლიო

ტყის ხანძართან საბრძოლველად ევროკავშირის ოთხი ქვეყანა საბერძნეთში მეხანძრეებს გაგზავნის

ევროკავშირის ოთხი სახელმწიფო საბერძნეთში მეხანძრეებს გაგზავნის, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრესმდივანი, ბალაჟ უჯვარი ავრცელებს.

„საბერძნეთის ხელისუფლების თხოვნით ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი ამოქმედდა“, - განაცხადა ევროკომისიის პრესმდივანმა.

უჯვარის განცხადებით, ტყის ხანძართან საბრძოლველად მეხანძრეებს იტალია, საფრანგეთი, ჩეხეთი და რუმინეთი გაგზავნიან.

შეგახსენებთ, საბერძნეთში ტყის ხანძარი დედაქალაქ ათენთან ახლოს მძვინვარებს. ხელისუფლებამ დედაქალაქის მიმდებარე ტერიტორიიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა