თეგებით ძიება

უანგარო, კეთილი ბიჭი მოგვიკლეს... ამ­ბო­ბენ, და­ნით მი­ა­ყე­ნა მრა­ვა­ლი ჭრი­ლო­ბა თავ­ში და გულ­შიო - ცნობილია სოფელ დიღომში მოკლული ახალგაზრდა კაცის ვინაობა

სო­ფელ დი­ღომ­ში ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი მოკ­ლეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბას წინ შე­ლა­პა­რა­კე­ბა უძღო­და. 36 წლის გი­ორ­გი ქო­ბუ­ლაშ­ვილს სა­ვა­რა­უ­დოდ მის­მა ნა­თე­სავ­მა გვი­ან ღა­მით მი­ა­ყე­ნა სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა, ამის შემ­დეგ და­ნა­შა­უ­ლის ია­რა­ღი თან წა­ი­ღო და მი­ი­მა­ლა.

მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­სა და მოკ­ლულს სა­ერ­თოდ სა­მე­გობ­რო ჰყავთ. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წარ­სულ­ში მათ ავ­ტო­მო­ბი­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჰქონ­დათ უთან­ხმო­ე­ბა და გუ­ში­ნაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ძვე­ლი დავა გა­იხ­სე­ნეს. რო­გორც ისი­ნი ჰყვე­ბი­ან, ქო­ბუ­ლაშ­ვილს სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი და­ნით აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

"ამბები" გი­ორ­გი ქო­ბუ­ლაშ­ვი­ლის ოჯა­ხის ახ­ლო­ბელს ესა­უბ­რა:

"უკარ­გე­სი ადა­მი­ა­ნი იყო. ობო­ლი, ბე­ბი­ას გაზ­რდი­ლი. უბ­ნის ბავ­შვე­ბის ქო­მა­გი ბიჭი მოგ­ვიკ­ლეს. ამ­ბო­ბენ, და­ნით მი­ა­ყე­ნა მრა­ვა­ლი ჭრი­ლო­ბა თავ­ში და გულ­შიო. გი­ორ­გი ყვე­ლა ბიჭს არი­გებ­და ჭკუ­ას, ქო­მა­გი იყო ყვე­ლა­სი, ვი­ღა­ცამ და­რი­გე­ბა ვერ გა­უ­გო და გა­ი­მე­ტეს სა­სიკ­ვდი­ლოდ, უპა­ტი­ოს­ნე­სი, სხვი­სი დამ­ხმა­რე უან­გა­როდ კე­თი­ლი ბიჭი მოგ­ვიკ­ლეს. ამ­ბო­ბენ, რომ რამ­დე­ნი­მე ბიჭი მი­ვი­და მას­თან საქ­მის გა­სარ­ჩე­ვად, 20-22 წლი­სე­ბიო... ზუს­ტად რა მოხ­და არ ვიცი. ძა­ლი­ან დამ­წუხ­რე­ბუ­ლე­ბი ვართ" - ამ­ბობს ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი.

ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა