თეგებით ძიება
12. 08. 2024 მსოფლიო

უკრაინა რუსეთის ტერიტორიის დაახლოებით 1000 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებს - ოლექსანდრ სირსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ ამჟამად უკრაინა რუსეთის ტერიტორიის დაახლოებით 1000 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თათბირი გამართა, სადაც მას სამხედროებმა კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევითი ოპერაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

„ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ოლექსანდრ სირსკის მოხსენება ფრონტზე ჩვენი თავდაცვითი მოქმედებებისა და კურსკის ოლქში ოპერაციასთან დაკავშირებით. ჩვენ მადლობელნი ვართ ყველა ჯარისკაცისა და მეთაურის ურყევობისა და გადამწყვეტი მოქმედებებისთვის“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

„ამჟამად უკრაინა რუსეთის ტერიტორიის დაახლოებით 1000 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებს. სიტუაცია ჩვენი კონტროლის ქვეშაა“, - განუცხადა სირსკიმ ზელენსკის.

მანამდე კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა ვლადიმირ პუტინთან თათბირზე განაცხადა, რომ კურსკის ოლქში უკრაინული ძალების კონტროლის ქვეშ 28 დასახლებული პუნქტია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა