თეგებით ძიება

„თბილისში ხომ წვიმს ვერტიკალურად ანუ ნორმალურად? ბათუმში წვიმს ჰორიზონტალურად“ - მერაბ მეტრეველი

ჟურნალიტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში ბათუმური კლიმატისა და წვიმის თავისებურებებზე წერს:

„თბილისში ხომ წვიმს ვერტიკალურად ანუ ნორმალურად?

ბათუმში წვიმს ჰორიზონტალურად. 

ზღვაზე შტორმი როცაა და წვიმასთან ერთად ძლიერი ქარი უბერავს, ქარს წვიმა გვერდზე მიაქვს, ამიტომ ჩემს ბავშვიბაში ბათუმში კორპუსებს მარტო სახურავებზე კი არ ქონდა გადახურვა, იმ გვერდეზეც თუნუქი ქონდა აკრული, რომელიც ზღვისკენ იყო მიშვერილი. ამას თუ არ გააკეთებდი, კედლიდანაც ისევე ჟონავდა წყალი, როგროც გადაუხურავი სახურავიდან. 

ამ ახალ კორპუსებში ეს პრობლემა როგორ მოაგვარეს, არ ვიცი. 

სასწაულად წვიმს ახლა ბათუმში და ამაზე გამახსენდა“ - წერს მერაბ მეტრეველი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა