„ლელოს“, ანა დოლიძისა და „თავისუფლების მოედნის“ პოლიტიკურ გაერთიანებას ალეკო ელისაშვილი შეუერთდა (ვიდეო)
„ლელოს“, „ანა დოლიძე ხალხისთვის“ და „თავისუფლების მოედნის“ ოპოზიციურ გაერთიანებას კიდევ ერთი პოლიტიკური პარტია უერთდება. გაერთიანების ახალ წევრად ალეკო ელისაშვილი და მისი პარტია „მოქალაქეები“ დღეს ოფიციალურად წარადგინეს.
"ძლიერი საქართველო" ძლიერდება! - "ლელოს", "ანა დოლიძე ხალხისთვის" და "თავისუფლების მოედნის" ოპოზიციურ გაერთიანებას კიდევ ერთი პოლიტიკური პარტია, "ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები", უერთდება! - ამის შესახებ მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.