ყველაზე შედეგიანი ოლიმპიადა - საქართველომ, 206 ქვეყანას შორის, 24-ე ადგილი დაიკავა
პარიზში გამართულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციამ 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვა. ქართველი სპორტსმენების მონაგარით, საქართველომ, 206 ქვეყანას შორის, 24-ე ადგილი დაიკავა. ეს კი უფრო მეტია, ვიდრე არაერთი უზარმაზარი სახელმწიფოს მონაგარი, რომელთა მოსახლეობის საერთო რაოდენობა თითქმის ორ მილიარდ ადამიანს აღწევს.
ინდოეთი – მოსახლეობა (+1,428 მილიონი), ოქროს მედალი მედალი (0)
პაკისტანი – მოსახლეობა (+241 მილიონი), ოქროს მედალი (1)
მექსიკა – მოსახლეობა (+129 მილიონი), მედალი (0)
ეგვიპტე – მოსახლეობა (+107 მილიონი), ოქროს მედალი (1)
თურქეთი – მოსახლეობა (+85 მილიონი), ოქროს მედალი (0)
შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიადა ჩვენი ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე წარმატებული გამოდგა. საქართველომ სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.
ძიუდო – ლაშა ბექაური (ოქრო), ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე (ვერცხლი)
ძალოსნობა – ლაშა ტალახაძე (ოქრო)
თავისუფალი ჭიდაობა – გენო პეტრიაშვილი (ოქრო), გივი მაჭარაშვილი (ვერცხლი)
კრივი – ლაშა გურული (ბრინჯაო)