"კურსკის" ჩაძირვა პუტინის მმართველობის დასაწყისია, დასასრულიც კურსკი იქნება - ვოლოდიმირ ზელენსკი
„კურსკის“ კატასტროფა პუტინის მმართველობის სიმბოლური დასაწყისი და ახლა მისთვის ფინალია კურსკი , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
24 წლის წინ მოხდა კურსკის კატასტროფა – პუტინის მმართველობის სიმბოლური დასაწყისი; ახლა ჩანს რა იქნება მისი ფინალი. ისევ კურსკი. მისი ომის კატასტროფა. ასე ემართება ყველას, ვისაც სძულს ადამიანები და ნებისმიერი წესები. რუსეთმა ომი მოუტანა სხვებს, ახლა ომი სახლში უბრუნდება. უკრაინას ყოველთვის უნდოდა მშვიდობა და ჩვენ აუცილებლად დავამყარებთ მშვიდობას - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.