ირანი შესაძლოა, ისრაელს მომდევნო 24 საათის განმავლობაში დაესხას თავს - „ფოქს ნიუსი“
ირანი შესაძლოა, ისრაელს მომდევნო 24 საათის განმავლობაში დაესხას თავს, – ამის შესახებ „ფოქს ნიუსი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.
მანამდე დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა ისრაელზე ირანის შესაძლო თავდასხმასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ირანსა და მის მოკავშირეებს თავდასხმებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ირანი იქნება პასუხისმგებელი ისრაელზე ნებისმიერ შესაძლო თავდასხმაზე, რაც გამოიწვევს რეგიონული დაძაბულობის შემდგომ ესკალაციას, ასევე საფრთხეს შეუქმნის შეთანხმების გაფორმებას, რომელიც ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლებას ითვალისწინებს.
1tv.ge