თეგებით ძიება

მასწავლებლის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა.

შედეგები ცნობილია შემდეგ საგნებში: უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, საბაზო პროფესიული უნარები, მათემატიკა (VII-XII), ისტორია (VII-XII), გეოგრაფია (VII-XII).

„საკუთარი შედეგის გასაგებად გამოსაცდელი უნდა ეწვიოს ვებგვერდს.

სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრითა და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით.

შედეგები სხვა საგამოცდო საგნებში ეტაპობრივად გამოცხადდება, რის შემდეგაც დაიწყება საპრეტენზიო განაცხადების მიღება.

ვრცლად იცილეთ ბმულზე.“ – ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა