პირველად, 24-ე ადგილი დაიკავა ჩვენმა დელეგაციამ. მინდა ყველას მივულოცო დიდი წარმატება - ლერი ხაბელოვი
პირველად, 24-ე ადგილი დაიკავა ჩვენმა დელეგაციამ. მინდა ყველას მივულოცო დიდი წარმატება, - ამის შესახებ მედიასთან სეოკ-ის პრეზიდენტმა, საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელმა ლერი ხაბელოვმა განაცხადა.
„პირველად, 24-ე ადგილი დაიკავა ჩვენმა დელეგაციამ. მოწოდება იყო, რომ უკეთ ვიდრე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე. ჩვენ შევასრულეთ ჩვენი ლოზუნგი. მინდა ყველას მივულოცო დიდი წარმატება“, - აღნიშნა ხაბელოვმა.
პარიზის ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშებზე საქართველომ შვიდი მედალი მოიპოვა: სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო და მედლების საერთო რაოდენობით ისტორიაში პირველად საქართველომ 24-ე ადგილი დაიკავა.