ხელისუფლების ადგილას, აუცილებლად მოვახდენდი ამაზე ოფიციალურ რეაგირებას და ამერიკულ მხარეს დამაჯერებელ მტკიცებულებებს მოვთხოვდი - ზაალ ანჯაფარიძე ჰელსინკის კომისიაზე
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, ჰელსინკის კომისიის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა და წერს:
"ესეც ერთ-ერთი ფორმაა ჩვენს არჩევნებში გარე ძალების ჩარევის. ხელისუფლების ადგილას აუცილებლად მოვახდენდი ამაზე ოფიციალურ რეაგირებას და ამერიკულ მხარეს დამაჯერებელი (და არა რადიკალური ოპოზიციის ნარატივებზე აგებული) მტკიცებულებების წარდგენას მოვთხოვდი.
ფაქტია, რომ არჩევნების დღის მოახლოების კვალობაზე, ხელისუფლებაზე გარეშე წნეხი, რომ იტყვიან გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. ზოგადად, თუკი რამე ახდენს მავნე ზეგავლენას საარჩევნო გარემოზე, ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ გარედან ჩარევა გახლავთ, და ეს მარტო საქართველოს როდი ეხება." - დაწერა ანჯაფარიძემ.
ცნობისთვის, ჰელსინკის კომისიამ სოციალურ ქსელში დაწერა: “თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის „ქართული ოცნება“ მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა”.