პარიზის ოლიმპიადა ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე წარმატებული გამოდგა, ამ ძალიან დიდი წარმატებისთვის პირველ რიგში ჩვენ სპორტსმენებს უნდა ვუთხრათ მადლობა - წულუკიანი
პარიზის ოლიმპიადა ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე წარმატებული გამოდგა, რადგან ეს რეიტინგული ადგილი მსოფლიოს ქვეყნებს შორის საქართველოს არასდროს ჰქონია და ასეთი ხარისხობრივი შედეგი მედლებში საქართველოს ასევე არ ჰქონია აქამდე, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
„ამ ძალიან დიდი წარმატებისთვის პირველ რიგში ჩვენ სპორტსმენებს უნდა ვუთხრათ მადლობა, ასევე მათ მწვრთნელებსა და ექიმებს, ფედერაციებს, ოლიმპიურ კომიტეტსა და სპორტის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომელიც ფედერაციებთან და სპორტსმენებთან მუშაობდა იმისთვის, რომ ეს შედეგი დამდგარიყო“, - აღნიშნა მინისტრმა.
ქართველი ოქროს მედალოსანი ოლიმპიელები ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი, ასევე ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი გივი მაჭარაშვილი სამშობლოში წუხელ დაბრუნდნენ.