თეგებით ძიება
13. 08. 2024 მსოფლიო

პუტინმა თათბირი მოიწვია და კურსკიდან "განდევნა" მოითხოვა

კურსკში უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშის მეშვიდე დღეს ვლადიმირ პუტინმა საგანგებო თათბირი მოიწვია და ქვეშერმდომებს ოლქიდან უკრაინული დანაყოფების განდევნა მოთხოვა. 

"მთავარი ამოცანა რა თქმა უნდა, თავდაცვის სამინისტროს წინაშე დგას - განდევნოს, გააგდოს მოწინააღმდეგე კურსკის ოლქიდან და სასაზღვრო სამსახურთან ერთად უზრუნველყოს სახელმწიფო საზღვრის საიმედოდ დაცვა"- განაცხადა ვლადიმირ პუტინმა. 

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, კურსკში შეჭრით უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდაზე პოზიციის გაძლიერებას ცდილობს - "მაგრამ რა მოლაპარაკებებზე შეიძლება იყოს საუბარი მათთან ვინც უტევს მშვიდობიან მოქალაქეებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, უქმნიან საფრთხეს ბირთვულ ობიექტებს."

პუტინის თქმით, სამხედრო კუთხით უკრაინის შეიარაღებული ძალების მიზანი ფრონტის ყველა მიმართულებით რუსეთის იერიშის შენელებაა, თუმცა მისივე თქმით, რუსეთის წინსვლის ტემპი კურსკში დაწყებული ოპერაციის შემდეგ არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა კიდეც. 

თათბირზე გამოსულმა კურსკის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ უკრაინული არმიის შეჭრის სიღრმე 12 კილომეტრი და სიგანე 40 კილომეტრია. სმირნოვის თქმით, ამ დროისთვის უკრაინული დანაყოფები 28 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ. 

დასავლელი სამხედრო ექსპერტების, OSINT ანალიტიკოსებისა და ღია წყაროების ცნობით, უკრაინული არმიის შეჭრის სიღრმე 40 კილომეტს შეადგენს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა