თურქეთში ქალი Instagram-ის დაბლოკვის გაპროტესტების გამო დააკავეს
13 აგვისტოს თურქეთში ქალი სოციალური ქსელის, Instagram-ის დაბლოკვის გაპროტესტების გამო დააკავეს. თურქული მედიის ცნობით, ქალი სიძულვილის გაღვივებისა და პრეზიდენტის შეურაცხყოფის ბრალდებებით დააკავეს.
რამდენიმე დღის წინ ქალი მონაწილეობას იღებდა ინტერვიუში და ის იყო ერთ-ერთი გამვლელი, რომელსაც ჟურნალისტმა Instagram-ის დაბლოკვის შესახებ კითხვა დაუსვა. ქალმა თქვა, რომ ეს არასწორია და "პრეზიდენტს არ შეუძლია აკრძალოს Instagram-ი თავისი სურვილის მიხედვით".
თურქეთში სოციალური ქსელი Instagram-ი 2 აგვისტოს დაიბლოკა. 10 აგვისტოს შეზღუდვა მოიხსნა მას შემდეგ, რაც Meta-ს პლატფორმამ თურქეთის წარმომადგენლებთან შეთანხმებას მიაღწია.