თეგებით ძიება
13. 08. 2024 მსოფლიო

18 წლის ბიჭმა ხუთი ადამიანი დაჭრა - სად მოხდა შემთხვევა?

თურქეთში 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს, რომელმაც ხუთი ადამიანი დაჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თურქეთის ქალაქ ესქიშეჰირში პოლიციამ დანითა და ნაჯახით შეიარაღებული ახალგაზრდა დააკავა, რომელიც ხუთ ადამიანს თავს დაესხა.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა.

დაკავებული თავდასხმას სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში გადასცემდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის დროს ახალგაზრდას ჩაფხუტი ეხურა, სახეზე ნიღაბი ეკეთა და ნაცისტური სიმბოლოს მქონე ჯავშანჟილეტი ეცვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა