ბულგარეთის პორტში ყირგიზეთიდან ბათუმის გავლით შეტანილი 436 კილოგრამი ჰეროინი ამოიღეს
ბულგარეთში, ბურგასის პორტში ტრაილერიდან ამოიღეს $38 მილიონის ოდენობის 436 კილოგრამი ჰეროინი.
პროკურორის ოფისის მიხედვით, ნარკოტიკი ერთ-ერთი გემის დეკლარირებულ ტვირთში ინახებოდა. არსებული ინფორმაციით, ტრაილერი ყირგიზეთიდან საქართველოში შევიდა და შედგომ ბათუმის პორტიდან ბულგარეთში გადავიდა.
ტვირთის საბოლოო დანიშნულება საბრძნეთი უნდა ყოფილიყო. ნარკოტიკი მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც შეამჩნიეს, რომ ტრაილერი პორტში უჩველოდ დიდი ხნით იყო გაჩერებული.
ბულგარეთის პროკურატურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე არავინ არ არის დაკავებული, თუმცა, გამოძიება მიმდინარეობს. ნარკოტიკების ტრაფიკინგი ბულგარეთში 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.