საპენსიო დანაზოგმა ₾5.3 მილიარდს გადააჭარბა - რამდენმა ადამიანმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით
საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 539 ათასი ადამიანია. 2024 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 11.858-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 42.3 მლნ ლარი. ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.
ამასთან, სააგენტოს ცნობით, აქტივების მოცულობამ 5.3 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.2 მილიარდ ლარს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ 2024 ივლისში თითქმის 1 წელი გავიდა 3 პორტფელის გაშვებიდან. ამ პერიოდში აკუმულირებული ამონაგებით, როგორც ნომინალურ ისე რეალურ რიცხვებში დინამიკური პორტფელი ლიდერობს. კერძოდ, 2023 წლის 6 აგვისტოდან 2024 წლის 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში დინამიკური პორტფელის რეალურმა ამონაგებმა 12.6% შეადგინა, იმავე პერიოდში დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების რეალური ამონაგები შესაბამისად 11.6% და 9.7%.