თეგებით ძიება
13. 08. 2024 მსოფლიო

The Jerusalem Post: „ჰამასს“ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უარი არ უთქვამს

ორგანიზაცია „ჰამასს“ ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, რომლებიც 15 აგვისტოს უნდა განახლდეს, უარი არ უთქვამს. ინფორმაციას ამის შესახებ The Jerusalem Post-ი ავრცელებს.

მიუხედავად ამისა, გამოცემის მტკიცებით, „ჰამასში“ არ ფიქრობენ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მოლაპარაკებების ახალი რაუნდის გამართვა საჭირო იყოს.

როგორც „ჰამასის“ ოფიციალური წარმომადგენლები ამბობენ, შუამავლები მათზე დიდ ზეწოლას ახდენენ, რათა მათ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღონ.

მათი თქმით, შუამავლებმა მოლაპარაკებების არა ახალ რაუნდზე, არამედ შეთანხმების პირობებზე უნდა იფიქრონ, რომელიც „ჰამასმა“ დაამტკიცა, ხოლო ისრაელმა უარყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა