„12 წელია ხელისუფლებაში ხარ, თუ რამე იყო გამოსაძიებელი, აქამდე გექნა? მაგრამ მერე ყოველი არჩევნების წინ რას დაპირდებოდნენ ხალხს?“ - მერაბ მეტრეველი
ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს:
„დადგა აგვისტო და ხელისუფლებამ კვლავ დაიწყო საუბარი, ვინ დაიწყო 2008 წელს ომი, თან იმუქრებიან, მარტო საუბრით კი არ შემოვიფარგლებით, გამოძიებას ჩავატარებთო. ე, ბიჭო, 12 წელია ხელისუფლებაში ხარ, თუ რამე იყო გამოსაძიებელი, აქამდე გექნა? მაგრამ მერე ყოველი არჩევნების წინ რას დაპირდებოდნენ ხალხს?
წარმოიდგინეთ, რუსეთი ახლა შეჭრილია უკრაინაში, ცდილობს უკრაინის დაპყრობას, გაქანებული ომია, მთელი ცივილიზებული სამყარო უკრაინისკენაა და ჩვენი ხელისუფლება აცხადებს, რომ 2008 წელს ყველაფერი საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების ბრალი იყო და ეს უნდა გამოიძიოს. უფრო მეტიც, მარტო სააკაშვილის ბრალი კი არ იყო, არამედ ის ვიღაცის დაკვეთას ასრულებდა დასავლეთიდან. ანუ აწვებიან ვერსიას, რომ ომი სააკაშვილმა ამერიკის დავალებით გააჩაღა. ვისი საქმე კეთდება ახლა ამით?
ამის მერე ვიღაც დაუძახებს ამათ რუსეთუმეებს და ეწყინებათ. მე მომწერენ, ბოლო დროს სულ ხელისუფლებას რატომ აკრიტიკებ, ოპოზცია სულ დაგავიწყდაო. მე კი არ დამავიწყდა, უბრალოდ, ისეთებს შვება ხელისუფლება, ოპოზიციისთვის ვეღარ ვიცლი.“