„ოჯახს არც ფინანსური პრობლემა ჰქონია - სახელმწიფოსგან ყოველ თვე 1500 ლარს და თითო ბავშვზე ცალკე დახმარებას იღებდნენ“ - ნინო ფოჩხუა ზუგდიდის ტრაგედიაზე
„უდიდესი ტრაგედია დატრიალდა, იმის იქით რომ არაფერია, მაგრამ ძალიან მძიმე რამე უნდა დავწერო, რადგან რადიკალებმა კვლავ იკადრეს და ტრაგედიით ხელისუფლების გაშავება და პოლიტიკური ქულების დაწერა გადაწყვიტეს“- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა ზუგდიდში მომხდარი ტრაგედიის შესახებ.
როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, მისთვის არსებული ინფორმაციით ბავშვები დედას ღამე მარტო ჰყავდა მიტოვებული სახლში, თავად კი ბათუმში იყო წასული გასართობად.
მისივე თქმით, ოჯახს არც ფინანსური პრობლემა ჰქონია - სახელმწიფოსგან ყოველ თვე 1500 ლარს და ასევე, თითო ბავშვზე ცალკე დახმარებას იღებდნენ.
„უდიდესი ტრაგედია დატრიალდა, იმის იქით რომ არაფერია, მაგრამ ძალიან მძიმე რამე უნდა დავწერო, რადგან რადიკალებმა კვლავ იკადრეს და ტრაგედიით ხელისუფლების გაშავება და პოლიტიკური ქულების დაწერა გადაწყვიტეს. აუცილებლად მიმაჩნია ეს ვთქვა - ჩემი უახლოესი ადამიანი ცხოვრობს ზუგდიდში, იმ სახლთან ახლოს, სადაც ტრაგედია დატრიალდა. ბავშვები დედას ღამე მარტო ჰყავდა მიტოვებული სახლში, თავად კი ბათუმში იყო წასული გასართობად. ადგილობრივებმა კარგად იციან, რას წარმოადგენს ეს ქალბატონი! პოლიციამ ძლივს მიაკვლია ბათუმში და გალეშილი მთვრალი ზუგდიდში წაიყვანა. ოჯახს არც ფინანსური პრობლემა ჰქონია - სახელმწიფოსგან ყოველ თვე 1500 ლარს და ასევე, თითო ბავშვზე ცალკე დახმარებას იღებდნენ. ადამიანმა არ უნდა იკადრო ყველაფერი, მაგრამ გვარამიას, მაქარაშვილს და მათ კლასტერს ადამიანობის არაფერი სცხიათ. ისინი ხომ გვამებზე მოცეკვავე სვავები არიან! გადარჩენილ ბავშვებს რაც შეეხება, სასწრაფოდ უნდა მოაშოროს სახელმწიფომ ისინი "მშობელს"-წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.