ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინაში კიდევ 6 ბავშვი დაბრუნდა
უკრაინულმა ოჯახებმა ექვსი შვილით მოახერხეს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ხერსონისა და ზაპოროჟიეს ტერიტორიების დატოვება.
ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დამცველმა, დიმიტრო ლუბინეცმა თავის ტელეგრამ არხზე დაწერა.
უკრაინელი მშობლები ჰყვებიან, როგორ აიძულებდნენ მათ შვილებს ესწავლათ რუსულ სკოლებში, რომლებშიც უკრაინელ ბავშვებს უწევდათ აგრესორი ქვეყნის დღესასწაულებში მონაწილეობის მიღება.
დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ უკრაინელებზე ასევე მუდმივ ზეწოლას ახდენდნენ რუსული საიდენტიფიკაციო საბუთების ასაღებად. ამასთან ერთად, სახლებში ხშირად ატარებდნენ უსაფუძვლო ჩხრეკასაც.
"უსამართლობის, შეზღუდულობის შეგრძნება და იმის გააზრება, თუ რა მომავალი ელის ბავშვებს წამოსვლის გადაწყვეტილებისთვის ბიძგის მომცემი გახდა.ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებიდან წამოსული ოჯახები ახლა უსაფრთხოდ არიან". - წერს ომბუდსმენი.
აგვისტოს დასაწყისში ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინაში 23 უკრაინელი ბავშვი დაბრუნდა, მათ შორის, სამი ობოლი.