თეგებით ძიება
13. 08. 2024 მსოფლიო

უკრაინის იერიშის ერთი კვირა — ბოლო ცნობები "კურსკის ოლქიდან"

რუსეთმა, 9 აგვისტოს კურსკის რეგიონში საგანგებო მდგომარეობა ფედერალურ დონეზე გამოაცხადა. ფაქტს გამოეხმაურა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც და უკრაინის ქმედებას "დიდი პროვოკაცია" უწოდა.

"როგორც ცნობილია, კიევის რეჟიმმა მორიგი მასშტაბური პროვოკაცია განახორციელა. სხვადასხვა სახის იარაღს, მათ შორის რაკეტებს, განურჩევლად ესვრიან სამოქალაქო შენობებს, საცხოვრებელ სახლებს, სასწრაფო დახმარების მანქანებს" — ირწმუნებოდა პუტინი.

ასევე, რუსეთმა კურსკის ოლქის მიმდებარე ტერიტორიებიდან ხალხის მასობრივი ევაკუაცია დაიწყო. პუტინმა მათ ვისაც სამხედრო მოქმედებების შედეგად სახლის დატოვება მოუწიათ, დახმარების სახით 10 000 რუბლის (314 ლარი) დაჰპირდა.

9 აგვისტოს, შუადღეს რუსეთმა უკრაინის ქმედებების საპასუხოდ უკრაინა დაბომბა. რუსეთის ჯარმა, დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაზე იერიში მიიტანა, რა დროსაც დაიღუპა 14 ადამიანი და დაშავდა 40-ზე მეტი პირი.

უკრაინის ქმედებებს გამოეხმაურა, ვლადიმერ პუტინის მეხოტბე, ჩეჩენი დიქტატორი რამზან კადიროვიც.

"მოიცადეთ 2-3 დღე, კურსკში კარგი შედეგები იქნება." — ამ განცხადებიდან 4 დღე გავიდა, თუმცა უკრაინა უფრო მეტ წარმატებას აღწევს და მეტიც, 11 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა 40-ზე მეტი კადიროველი აიყვანეს მძევლად.

11 აგვისტოს რუსეთმა, კიევიც დაბომბა. ბროვარსკის რაიონში კერძო საცხოვრებელ კორპუსებზე რაკეტის ნამსხვრევები ჩამოვარდა.

საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, თავდასხმას მშვიდობიანი მოქალაქეები - 35 წლის კაცი და მისი 4 წლის ვაჟი ემსხვერპლნენ. ისინი შენობის ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდნენ და სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დროს გარდაცვლილები იპოვეს. მძიმედ დაშავდა სამი ადამიანი, მათ შორის 13 წლის ბავშვი.

ფაქტს ცოტახანში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მაია ზახაროვა ტელეგრამში გამოეხმაურა.

უკრაინის საჰაერო ძალებმა, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 38 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 30 ჩამოაგდეს. ასევე რუსეთმა უკრაინას ორი "ისკანდერ-მ"/KN-23 ბალისტიკური რაკეტით შეუტია.

გავრცელებული ინფორმაციით, საზენიტო თავდაცვა მუშაობდა მიკოლაევის, ვინიცის, სუმის, კიროვოგრადის, ხერსონის, ჩერნიგოვის, დნეპროპეტროვსკის და ჩერკასის რაიონებში.

კურსკის ოლქში, საბრძოლო მოქმედებები ახლაც გრძელდება. შეგახსენებთ, უკრაინამ 28 სოფლის დაკავება მოახერხა. [მასალა განახლდება]


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა