თეგებით ძიება
13. 08. 2024 მსოფლიო

ჩემი პრეზიდენტობის დროს ირანს არ ჰქონდა ფული „ჰამასისა“ და „ჰეზბოლასთვის“

ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში, ირანი ისრაელს არ დაარტყამდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ამერიკელ მილიარდერთან, ილონ მასკთან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც სოციალურ ქსელ „იქსზე“ გადაიცემოდა.

ტრამპმა მასკთან საუბრისას კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ, მისი თანამდებობაზე ყოფნის შემთხვევაში, ნულოვანი შანსი იყო, „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს ისრაელში მოწყობილი ხოცვა-ჟლეტა მომხდარიყო.

„ჩემი თანამდებობაზე ყოფნის დროს ირანს არ ჰქონდა ფული „ჰამასისთვის“, მათ არ ჰქონდათ ფული „ჰეზბოლასთვის““, – აღნიშნა ტრამპმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა