მდინარე ხრამში 17 წლის მოზარდს ეძებენ
„მთავარი არხის“ ვებ-გგვერდის ინფორმაციით, ბოლნისის სოფელ ნახიდურში, მდინარე ხრამში, არასრულწლოვანს ეძებენ - ადგილობრივების თქმით, 17 წლის მოზარდის სამძებრო სამუშაოები რამდენიმე საათის წინ დაიწყო და ახლაც გრძელდება.
ისინი ამბობენ, რომ რამდენიმე მოზარდი მდინარეზე შუადღისას ჩავიდა, რა დროსაც, ერთ-ერთი მათგანი
ადიდებულ წყალში ჩავარდა. მოსახლეობა დასახმარებლად მივიდა, თუმცა მისი პოვნა ვეღარ შეძლეს.