თეგებით ძიება

2 კვირიანი ძებნის შემდეგ დააკავეს კაცი, რომელმაც კაბალიდან 24 წლის ქალი გაიტაცა

2 კვირიანი ძებნის შემდეგ, ახალგაზრდა ქალის გატაცების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს - საუბარია კახეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მომხდარ ფაქტზე, როდესაც კაცმა ცოლად მოყვანის მიზნით 24 წლის გუნელ გასანოვა გატაცა. ქალი ავტომობილში 4-მა ნიღბიანმა ადამიანმა ძალიას გამოყენებით ჩასვა. იძალადეს სტუდენტის ბებიაზეც, რომელიც შვილიშვილის გადარჩენას ცდილობდა. 

29 ივლისს ახალგაზრდა ქალი იპოვეს და სახლში დააბრუნეს. "პირველების" ინფორმაციით, ქალმა პოლიციას გატაცების ყველა დეტალი უამბო, უთხრა, რომ მას გამტაცებელი იარაღით ემუქრებოდა. 

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა