საქართველოში მინდობით აღზრდაში 1324 ბავშვი იმყოფება - მცირე საოჯახო ტიპის სახლებში კი, 221 ბავშვი ირიცხება
2024 წლის 6 თვის მონაცემების თანახმად, მინდობით აღზრდაში 1324 ბავშვი იმყოფება.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, 1324 ბავშვიდან 410 შშმ პირია.
ამასთან, სააგენტოს ცნობით, ნათესაურ მინდობით აღზრდაში 137 ბავშვი იმყოფება, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში კი, 221 ბავშვი ირიცხება.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მონაცემების თანახმად, 451 ბავშვის რეინტეგრაცია მოხდა.