ვინ არის პირველი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც პარაოლიმპიურ თამაშებში მიიღებს მონაწილეობას
მოკლე დისტანციაზე მორბენალი სპორტსმენი ვალენტინა პატრიელო, პირველი ტრანსგენდერი ქალი იქნება, რომელიც პარაოლიმპიურ თამაშებში ქალთა შეჯიბრში მიიღებს მონაწილეობას. 50 წლის სპორტსმენი, რომელმაც სქესი 2019 წელს შეიცვალა იტალიას წარმოადგენს. სქესის შეცვლამდე მას ეროვნული მასშტაბით 11 ტიტული აქვს მოპოვებული.
პეტრიელოლოს 14 წლის ასაკში ექიმებმა შტარგარდტის სინდრომი დაუდგინეს. მას მხედველობის დარღვევები აქვს. მსუბუქი ათლეტიკის მსოფლიო პარაოლიმპიური წესების თანახმად, სპორტსმენებს იურიდიულად აღიარებული სქესის მიხედვით, უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ პარაოლიმპიური სპორტის სახეობის შეჯიბრში შეზღუდული შესაძლებლობების შესაბამისი კვალიფიკაციის მიხედვით. პარაოლიმპიური თამაშები პარიზში 28 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე გაიმართება.
რუსთავი 2