საქართველოში ყოველი მე-3 ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმაა
საქართველოში ყოველი მე-3 ბავშვი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ამაზე მეტყველებს სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საქსტატის მონაცემები.
უფრო კონკრეტულად, 2024 წლის ბოლო, ივლისის მდგომარეობით ქვეყანაში საარსებო შემწეობას 16 წლამდე ასაკის 243 573 პირი იღებს, საქსტატის სტატისტიკით კი საქართველოში ამ ასაკობრივ ჯგუფში სულ 764 759 ადამიანია.
ამასთან, სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკით, ყველაზე მეტი ბავშვი, რომელიც სოციალურ შემწეობას იღებს, თბილისში ფიქსირდება - 53 724.
გთავაზობთ ჩამონათვალს რეგიონების მიხედვით, თუ სად რამდენი ბავშვი იღებს სოციალურ შემწეობას:
თბილისი - 53 724
ქვემო ქართლი - 38 788
იმერეთი - 30 115
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 26 870
აჭარა - 25 643
კახეთი - 23 840
შიდა ქართლი - 18 874
გურია - 9 120
სამცხე-ჯავახეთი - 7 679
მცხეთა-მთიანეთი - 6 267
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2 653
მთლიანად, 2024 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოში საარსებო შემწეობას 677 495 ადამიანი იღებდა, რაც მთლიანი მოსახლეობის 18.3%-ია.
„ბიზნესპრესნიუსი“