„ხვალ, 19:00 საათზე ვაკეთებთ პარტიაზე განაცხადს. ხვალიდან უკვე სახელი გვერქმევა“ - თამარ ჩერგოლეიშვილი
„ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს:
ხვალ, 19:00 საათზე ვაკეთებთ პარტიაზე განაცხადს.
ხვალიდან უკვე სახელი გვერქმევა.
ყრილობას ჩავატარებთ სექტემბერში რომ ჩვენს 900-ივე დელეგატს დაფუძნებაში როლი ჰქონდეს.
ცენტრალური ორგანიზაცია მალევე გაიმართება.
რეგიონებში პროექტებად ვიმუშავებთ (დეცენტრალიზებულად) და 25 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ჩვენი პარტია რეგიონებშიც ბენტლივით იქნება - წერს ჩერგოლეიშვილი.