ბორელი: ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინელი ხალხის ბრძოლას
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დმიტრო კულებასთან სატელეფონო საუბრისას მან უკრაინელი ხალხის ბრძოლას მხარი დაუჭირა.
„დმიტრო კულებასთან განვიხილეთ უკანასკნელი მოვლენები ფრონტის ხაზზე და კურსკის კონტრშეტევა. დავუდასტურე ევროკავშირის სრული მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის ბრძოლის მიმართ“, - დაწერა ბორელმა.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვერ გატეხა უკრაინის წინააღმდეგობა მისი გაუმართლებელი შეჭრის მიმართ და ახლა იძულებულია დაიხიოს უკან, რუსეთის ტერიტორიაზე.