მაჭარაშვილი: „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი უნდა გასამართლდეს, როგორც მინიმუმ მხოლოდ აგვისტოს ომია ამის საკმარისი საფუძველი
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათ გასასამართლებლად მხოლოდ ის ფაქტიც საკმარისია, აგვისტოს ომი რომ ვერ აიცილეს თავიდან.
„ნაცმოძრაობის“ რეჟიმი უნდა გასამართლდეს, როგორც მინიმუმ მხოლოდ აგვისტოს ომია საკმარისი საფუძველი. რომ ვერ აირიდეს თავიდან ეს ომი და შემდგომ თავიანთ სამხედროებს დააბრალეს ომის დაწყება. ეს არის საფუძველი იმისთვის, რომ გასამართლდეს ეს რეჟიმი და როგორც პოლიტიკური ძალა აღარ არსებობდეს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მმართველი გუნდი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის ემზადება. ფორმა ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულებისთვის ყოფილმა სახელისუფლებო ძალამ პასუხი სწორედ სამართლებრივად უნდა აგოს.