„ყველაზე მეტად ამ სტატუსის მეშინოდა ..“ - პიანისტი და კომპოზიტორი ლევან შენგელია გარდაიცვალა
55 წლის ასაკში აშშ-ში მცხოვრები ქართველი მუსიკოსი – პიანისტი და კომპოზიტორი ლევან შენგელია გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია ავრცელებს:
„ყველაზე მეტად ამ სტატუსის მეშინოდა რომ დამეწერა, ყველაზე მეტად მიყვარდა, რადგან ერთად გავიზარდეთ, ერთად ვიყავით ძალიან დიდი ხანი ამერიკაში, ყველაზე მეტად მე ვუგებდი მას და ყველაზე მეტად მე ვარ დღეს დაჩაგრული, რადგან, ყველაფრის მიუხედავად, ვერ გადავარჩინე. ჩემს უფროს შვილსაც მისი სახელი ჰქვია.
ლევან არ გემშვიდობები, მეც მალე მოვალ შენთან და გავაგრძელებთ აუცილებლად ჩვენს ძმობას. დროებით!
მიყვარხარ ძალიან, ძალიან იცოდე“, – წერს კახა შენგელია სოციალურ ქსელში.