თეგებით ძიება

წელს, ლეღვის ნახარშით დამწვრობის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა - გუგა ქაშიბაძე

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, წელს ლეღვის ნახარშით დამწვრობის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ ექიმმა "რუსთავი 2-თან" ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ წინა წლებში, ქვეყნის მასშტაბით, ლეღვის ნახარშით სხეულის დამწვრობა გავრცელებული იყო, მათ შორის მოზარდებშიც, რომლებსაც დამწვრობის ცენტრში მკურნალობა დასჭირდათ. იყო შემთხვევებიც, როდესაც პაციენტები რეანიმაციაშიც აღმოჩენილან.

ექიმი, გუგა ქაშიბაძე ხშირად საუბრობს, რომ ლეღვის რძე იმდენად არის ქიმიურად აქტიური, რომ მზეზე გასვლა არც არის საჭირო და შესაძლოა, მთვარის შუქზეც მიიღოს ადამიანმა ქიმიური დამწვრობა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა