თეგებით ძიება

ცნობილია ახალი პარტიის სახელწოდება, რომელსაც „ევროპული საქართველოდან“ წასული პოლიტიკოსები აფუძნებენ

„ევროპული საქართველოდან" წასული პოლიტიკოსები ახალ პარტიას აფუძნებენ. პარტიის სახელწოდება იქნება „ფედერალისტები". პარტიის პრეზენტაცია, ხვალ, 19:00 საათზე გაიმართება.

როგორც ახალი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქის" გვერდზე წერს, პარტიის ყრილობა სექტემბერში ჩატარდება და სწორედ ამ პერიოდში გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი, რა ფორმით მიიღებს ახალი პარტია არჩევნებში მონაწილეობას.

„ხვალ, 19:00 საათზე ვაკეთებთ პარტიაზე განაცხადს. 
ხვალიდან უკვე სახელი გვერქმევა.

ყრილობას ჩავატარებთ სექტემბერში რომ ჩვენს 900-ივე დელეგატს დაფუძნებაში როლი ჰქონდეს. 

ცენტრალური ორგანიზაცია მალევე გაიმართება. 

რეგიონებში პროექტებად ვიმუშავებთ (დეცენტრალიზებულად) და 25 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ჩვენი პარტია რეგიონებშიც ბენტლივით იქნება - მის შესახებ „ევროპული საქართველოდან“ წასუმა თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა