თეგებით ძიება

უკრაინას შეუძლია, ფინეთის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს - ფინეთის პრეზიდენტი

უკრაინას შეუძლია, ფინეთის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდერ სტუბმა განაცხადა.

სტუბის თქმით, უკრაინას აქვს სრული უფლება დაიცვას თავი, მათ შორის კურსკის რეგიონში წინსვლით, რადგან რუსეთი რეგულარულად ესხმის თავს უკრაინის დედაქალაქ კიევს და დაკავებული აქვს უკრაინის ტერიტორიები.

„ჩვენ არანაირი შეზღუდვა არ გვაქვს, თუ რა სახის იარაღს და რა გზით გამოიყენებს უკრაინა. უკრაინას აქვს სრული უფლება დაიცვას საკუთარი თავი საერთაშორისო სამართლის ფარგლებში“, – განაცხადა სტუბმა.

ცნობისთვის, უკრაინული მხარის ინფორმაციით, სამხედროებს კონტროლი აქვთ აღებული კურსკის რეგიონის 74 დასახლებულ პუნქტზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა