თეგებით ძიება
14. 08. 2024 მსოფლიო

მამაკაცი და ვინჩის ყალბი ნახატის გაყიდვას €1.3 მილიონად ცდილობდა

ესპანეთის ქალაქ მადრიდში პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც ლეონარდო და ვინჩის ყალბი ნახატის გაყიდვას 1,3 მილიონ ევროდ გეგმავდა. ყალბი ნახატის გაყიდვის მცდელობა საფრანგეთის მებაჟეებმა შეაჩერეს.

The Guardian-ის ცნობით, 2022 წელს მამაკაცმა საზღვარზე ნახატის ვადაგასული ექსპორტის ლიცენზია წარადგინა, რის გამოც მოდანის სასაზღვრო პუნქტის მებაჟეები ესპანეთის პოლიციას დაუკავშირდნენ.

ექსპორტის ლიცენზიაზე დაყრდნობით (რომელიც ნახატის ავთენტურობის გარანტიას თავისთავად არ იძლევა) ლეონარდო და ვინჩის ეს ნამუშევარი 1.3 მილიონი ევროს ღირებულებისაა და ის საზღვარზე მილანში გასაყიდათ გადაჰქონდათ. იმის მიუხედავად, რომ ლიცენზია ნამდვილი იყო, მისი ვადაგასულობა ნიშნავდა, რომ ნამუშევრის ექსპორტი არალეგალური იყო.

მებაჟეების შეტყობინების შემდეგ, ესპანეთის ეროვნული პოლიციის ოფიცრები საფრანგეთის საზღვარზე ნახატის წამოსაღებად ჩავიდნენ, შემდეგ კი ის მადრიდში ექსპერტიზას გადაეცა.

"ექსპერტიზის დასკვნამ აჩვენა, რომ ნამუშევარი იყო 15-16 საუკუნეების მიჯნაზე შესრულებული  მილანური პორტრეტების ასლი.

ნამუშევარი სავარაუდოდ თაღლითური განზრახვით მე-20 საუკუნეშია შესრულებული. მისი ღირებულება დაახლოებით 3000 ევროდან 5000 ევრომდეა და კატეგორიულად გამორიცხულია, რომ ეს ნახატი ეკუთვნის ლენოდარდოს ან იმ დროის ნებისმიერ სხვა იტალიელ მხატვარს". - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

პოლიციის წარმომადგენლის ცნობით, მადრიდში საქმესთან დაკავშირებული 50 წლამდე მამაკაცი დააკავეს.

"ექსპორტის ლიცენზია არ არის ნამუშევრის ავთენტურობის გარანტი. ამ შემთხვევაში, ლიცენზია გამოიყენებოდა, როგორც ნახატის ორიგინალურობის დამამტკიცებელი საშალება. როგორც კი გაირკვა, რომ ლიცენზიას ვადა გაუვიდა, მფლობელს ნახატი ჩამოართვეს და გამოძიება დაიწყო. როგორც კი გამოძიებამ დაადგინა, რომ ეს იყო სავარაუდო კონტრაბანდა, ბრალდებული დააკავეს". - თქვა მან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა