თეგებით ძიება

„საქართველოში დაბრუნების დროა გადამწყვეტი ბრძოლისთვის! უახლოეს დღეებში შევხვდებით შინ – სამშობლოში…“ - ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამად ენმ-ის პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელი, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი, რომელმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დროებით საქართველო დატოვა და აშშ-ში გაემგზავრა, სოციალურ ქსელში შტატებიდან ძმასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოში ბრუნდება.

„საქართველოში დაბრუნების დროა გადამწყვეტი ბრძოლისთვის! უახლოეს დღეებში შევხვდებით შინ – სამშობლოში.

ჩემს ძმას და ყველა ემიგრანტს მოვუწოდებ აქტიურობისკენ. დარეგისტრირდით და ვისაც შეგიძლიათ მიდით არჩევნებზე! უცხოეთში მცხოვრებნო, ეცადეთ თითოეულმა თქვენგანმა, საქართველოში  მინიმუმ ერთი ადამიანი დაარწმუნოთ, რომ არჩევნებზე წავიდეს, ხმა მისცეს საქართველოს მომავალს“, – წერს ლევან ხაბეიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა