თეგებით ძიება
15. 08. 2024 სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ პენალტისტთა შორის დაბრუნდა

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ პენალტისტთა შორის დაბრუნდა – ამის შესახებ ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.

გამოცემამ იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, ვინც ახალი სეზონიდან სერია A-ს გუნდებში პენალტებს, საჯარიმო დარტყმებსა და კუთხურებს შეასრულებენ. „ნაპოლის“ მთავარი პენალტისტი მატეო პოლიტანოა, მერე კი ხვიჩა კვარაცხელია და ჯაკომო რასპადორი მოდიან. საჯარიმოებს, პოლიტანოსა და ხვიჩასთან ერთად, მარიო რუიც შეასრულებს, ხოლო კუთხურებს – კვარაცხელია და პოლიტანო მოაწვდიან.

კვარაცხელია საჯარიმოებს და კუთხურებს აქამდეც ასრულებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც რამდენიმე პენალტი ვერ გამოიყენა, თერთმეტმეტრიანების შესრულებისგან თავს იკავებდა, ახლა კი მისი ამ სიაში მოხვედრა სასიამოვნო სიახლეა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის თასზე, „მოდენასთან“, პენალტი დიდი ხნის პაუზის შემდეგ პირველად დაარტყა – თანაც ახლებურ სტილში და გუნდი შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა