თეგებით ძიება
15. 08. 2024 მსოფლიო

ბელგოროდის ოლქში ფედერალური დონის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ბელგოროდის ოლქში, საგანგებო მდგომარეობა ფედერალურ დონეზე გამოცხადდა — ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

"გთავაზობთ, რომ ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი საგანგებო მდგომარეობა მივიჩნიოთ ფედერალური დონის საგანგებო მდგომარეობად და მასზე რეაგირების ფედერალური დონე შემოვიღოთ", — თქვა რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ალექსანდრე კურენკოვმა.

ცნობისთვის, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა 14 აგვისტოს რეგიონული დონის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მანამდე საგანგებო მდგომარეობა შემოიღეს რუსეთის კურსკისა და ლიპეცკის ოლქებში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა