თეგებით ძიება

მთავრობა საპატრიარქოს უნივერსიტეტს 2 მილიონ ლარს გამოუყოფს

მთავრობა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს 2 მილიონ ლარს გამოუყოფს. შესაბამისი ბრძანება 14 აგვისტოთი თარიღდება და მას ხელს პრემიერი კობახიძე აწერს.

„საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის (ს/ნ: 205233022) ფინანსური დახმარების (2,000,000.00 (ორი მილიონი) ლარი) გაწევის მიზნით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები”, - ნათქვამია დოკუმენტში.

წყარო: „მთავარი არხი“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა