„მესხზე ეტევა იმის ნახევარი რაც პაიჭაძეზე; რა პაიჭაძე ამორტიზებულია? ვის სჯერა ამ ბოდვის?“ - ზურაბ ჯაფარიძე
პოლიტიკოსი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,ამ ქვეყნაში ფეხბურთზე აფანატებს ხალხი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ეს ფანატიზმი გაათმაგებულია
ბევრს გაუჩნდა რწმენა რომ თუ ევროპაზე მოხვედრა შევძელით, მსოფლიოზეც შეიძლება მოვხვდეთ
შესარჩევის პირველი მატჩია ჩეხეთთან და ზღვა ხალხს სურს ამ თამაშის სტადიონზე ნახვა
თან ევროპის შემდეგ პირველი შესაძლებლობაა ნაკრები, რომელმაც სასწაული მოახდინა ცოტა ხნის წინ, ლაივში ნახონ
სულით პრო&ი თუ არა ხარ, რატომ უნდა შეუზღუდო ადამიანებს ამის გაკეთების შესაძლებლობა?
მესხზე ეტევა იმის ნახევარი რაც პაიჭაძეზე. რა პაიჭაძე ამორტიზებულია? ვის სჯერა ამ ბოდვის? ვის სჯერა რომ ის საბჭოთა ბეტონი დატვირთვას ვერ გაუძლებს? რა დაემართა ასეთი? ბზარები აქვს? იშლება? 2015-ში რაზე დაიხარჯა რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 14 მილიონი? სრული ბოდვა
ავადაა ეს ხალხი. გააგიჟა იმ კაცმა. არაადექვატურობაც აღარ ჰქვია ამას
წავლენ ახლა შვილებით და გაავსებენ მესხის ერთ ტრიბუნას, ისე ვითომც არაფერი ხდება. როგორც მაკედონიაზე ქნეს
ამათ უნდა გაა&ვან 26 ოქტომბერს"