თეგებით ძიება

ივანიშვილი სანქციის სუბიექტია, მას მეორადი სანქციებიც შეიძლება შეეხოს - ბათუ ქუთელია

,,ივანიშვილი არის სანქციის სუბიექტი, მას მეორადი სანქციებიც შეიძლება შეეხოს"  - ამის შესახებ საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის წევრმა ბათუ ქუთელიამ განაცხადა.

ქუთელიას თქმით, სწორედ ივანიშვილი არის საქართველოში პასუხისმგებელი დემოკრატიის ხარისხის გაუარესებასა და კრიმინალურ თუ ფულის გათეთრების სქემებზე.

ბიძინა ივანიშვილს და მასთან დაკავშირებულ კლეპტოკრატიულ ჯგუფს მიტაცებული აქვს საქართველოში სახელმწიფო. ის არის პასუხისმგებელი დემოკრატიის ხარისხის გაუარესებაზე და ასევე, ის არის პასუხისმგებელი კრიმინალურ თუ ფულის გათეთრების სქემებში, რაც არის ქვეყანაში თავიდან ბოლომდე პენეტრირებული. აქედან გამომდინარე, ივანიშვილი, როგორც პირველადი, ანუ სანქციის სუბიექტი, შეიძლება თავისუფლად გახდეს, იმიტომ, რომ ის არის მთავარი პასუხისმგებელი პირი და პარალელურად, მეორადი სანქციებიც შეიძლება შეეხოს სწორედ იმ ქსელის და იმ ჯგუფის ადამიანების საქმიანობის გამო, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად, მასთან არიან კავშირში", - ამბობს ბათუ ქუთელია.

„ჰელსინკის კომისია“ „ქართულ ოცნებას“ ე.წ. „ქოლ-ცენტრებიდან“ შემოსავლის მიღებაში ამხელს - გავრცელებულ განცხადებაში, კომისია წერს, რომ ივანიშვილის პარტია ოპოზიციის შემავიწროვებელ ოპერაციებს შავი ფულითა და თაღლითური ქოლცენტრების სქემით აფინანსებს. 

ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე დამოუკიდებელი რუსული მედიაც ალაპარაკდა.  ეს ის ჟურნალისტები არიან, ვინც  საერთაშორისო გამოძიებაში მონაწილეობდნენ და დაადგინეს, რა ქონებას ფლობს ქართველი ოლიგარქი მოსკოვში. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა