თეგებით ძიება

იასკო სააკაშვილის ნაჩუქარ 6 მილიონიან სახლში გადავიდა - რას წერს უკრაინული მედია?

უკ­რა­ი­ნის რა­დას დე­პუ­ტა­ტი ლიზა იას­კო მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ ნა­ჩუ­ქარ ბი­ნა­ში გა­და­ვი­და, რო­მე­ლიც კი­ე­ვის ის­ტო­რი­ულ ცენ­ტრში მდე­ბა­რე­ობს და წმინ­და სო­ფი­ას სა­კა­თედ­რო ტა­ძარს გა­დაჰ­ყუ­რებს.

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია წერს, რომ ზუს­ტად გა­არ­კვია, სად მდე­ბა­რე­ობს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ქარ­თველ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა თა­ვის პა­ტა­რა ქა­ლიშ­ვილ­სა და რა­დას დე­პუ­ტატს გა­დას­ცა.

იას­კოს ბინა ია­როს­ლა­ვო­ვის გრა­დის სა­ცხოვ­რე­ბელ უბან­ში ბულ­ვარ­ნო-კუდ­რი­ავ­სკა­ი­ას ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე­ობს. ადრე იქ გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო ლე­გენ­და­რუ­ლი სე­ნა­ი­ას ბა­ზა­რი, რო­მე­ლიც 2005 წელს და­ან­გრი­ეს. ახლა კი ხუთი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სი დგას, 5-დან 19 სარ­თუ­ლამ­დე.

"სა­ცხოვ­რე­ბელ კომ­პლექსს ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი მი­წის­ქვე­შა ავ­ტო­სად­გო­მი აქვს, რო­მელ­საც ომის პე­რი­ოდ­ში მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი თავ­შე­საფ­რად იყე­ნე­ბენ. სწო­რედ იქ იმა­ლე­ბა ხოლ­მე ლიზა იას­კო ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის დროს. ამის შე­სა­ხებ დე­პუ­ტატ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვად და­წე­რა. ”ბავ­შვის ეტ­ლით ვი­ყა­ვი ღა­მით პარ­კინგზე, კი­ევ­ზე და სხვა ქა­ლა­ქებ­ზე თავ­დას­ხმის გამო,” - წერ­და ლიზა.

რო­გორც ადრე უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია წერ­და, იას­კო და სა­ა­კაშ­ვი­ლის ორი წლის ქა­ლიშ­ვი­ლი ჟას­მი­ნი 2023 წლის აპ­რილ­ში 97,2 მ2 ფარ­თო­ბის ბი­ნის მფლო­ბე­ლი გახ­დნენ. ქო­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა იას­კოს დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით 5 მი­ლი­ონ 613 ათა­სი გრივ­ნაა (366 ათა­სი ლარი). ქო­ნე­ბა დედა-შვილს სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის დე­დამ, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ გა­დას­ცა - შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი 2021 წლის შე­მოდ­გო­მი­დან იხ­დის სას­ჯელს სა­ქარ­თვე­ლოს ცი­ხე­ში.

"ლიზა იას­კო და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ასე­ვე სარ­გებ­ლო­ბენ კი­ე­ვის რე­გი­ო­ნის სო­ფელ ლეს­ნიკ­ში მდე­ბა­რე სახ­ლით, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­დას ეკუთ­ვნის. მაგ­რამ იქა­ურ ქო­ნე­ბას იას­კო გან­კარ­გავს", - წერს მე­დია. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, იას­კომ გა­ლავ­ნი­დან აიღო უკ­რა­ი­ნის, სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის დიდი დრო­შე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ა­კაშ­ვილ­მა იქ ცხოვ­რე­ბი­სას და­ა­მაგ­რა. მან ასე­ვე და­ას­რუ­ლა ად­გილ­ზე სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რო­მე­ლიც აპ­რილ­ში და­ი­წყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა