თეგებით ძიება

ზურაბ ჟვანია ოთხჯერ მოვიდა ჩემთან, მთავაზობდა მაღალ პოლიტიკურ პოსტს და ვერ დამითანხმა - ნანა ალექსანდრია

“ყოველთვის მხოლოდ დედა ან მხოლოდ დედამთილი არ ვყოფილვარ, ვიყავი აქტიური მოქალაქე პროფესიით მოჭადრაკე“ - ამის შესახებ მოჭადრაკე ნანა ალექსანდრიამ პარტია ფედერალისტების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ყოველთვის მხოლოდ დედა ან მხოლოდ დედამთილი არ ვყოფილვარ, ვიყავი აქტიური მოქალაქე პროფესიით მოჭადრაკე და მახსოვს ერთხელ, როდესაც დიდი პოლიტიკურ თავყრილობაზე დაუგეგმავად სიტყვით გამოვედი, სახლი დამხვდა გაოგნებული და დამფრთხალი და დამშვიდდნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც პარლამენტის სპიკერმა, ზურა ჟვანიამ დარეკა და მადლობა გადამიხადა კრიტიკული გამოსვლისთვის და შემაქო კიდეც.

გავიდა დრო და ბატონი ზურაბი ფასეულობების გამო გაემიჯნა კორუმპირებულ სისტემა და დატოვა პოსტი და სხვათაშორის, ოთხჯერ მოვიდა ჩემთან და მთავაზობდა მაღალ პოლიტიკურ პოსტს - თბილისის პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარეობას და ვერ დამითანხმა... იქამდე გიგასაც სთხოვდა, პოლიტიკაში შესულიყო, მაშინ თავისუფლების ინსტიტუტში იყო, მაშინ ვერც გიგა დაითანხმა და კიდევ ერთი ციკლი დასჭირდა, სანამ გიგა პოლიტიკაში მოვიდა

კიდევ ერთ დეტალს მოვყვები, როცა სიაში უნდა მოხვედრილიყო გიგა, მამამისს დაურეკა და უთხრა, ძალიან უნდათ, რომ ვიყო სიაშიო. ეს უკვე მეორე ცდა იყო მისი პოლიტიკაში მიყვანის და ჩემმა მეუღლემ უთხრა - ემოცირად არ მინდა, რომ დათანხმდე, მაგრამ გოინებით - თუ ახლა არ აიღებთ პასუხისმგებლობას, მაშინ როდის უნდა აიღოთო. და მერე, წლების განმავლობაში, როცა ისე ხდებოდა, რომ ყველაფერზე სპიკერი იყო გიგა და ყველაფერზე ბოდიშს იხდიდა, ჩემი მეუღლე ბრაზობდა - ყველას მაგივრად რატომ იხდის ბოდიშსო. მე ვახსენებდი - შენ არ უთხარი პასუხისმგებლობა?  პასუხისმგებლობა კარგზეცაა და ცუდზეც არის მეთქი.

ევროპულ საქართველოში მომხდარმა გამახსენა ზურაბ ჟვანიას გადადგომა, როცა ის ძველ სისტემას გაემიჯნა...

...ახალგაზრდები [იყვნენ], ვინც შექმნა შინაარსი იმ პარტიის, რომელსაც ჰქონდა ზრდა, რომელიც სამწუხაროდ, ასე დამთავრდა... მინდა ყველას ვუთხრა, რადგან ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კარგი მაგალითი და მნიშვნელოვანია, რომ ისინი წამოყვნენ ამ კარგ მაგალითს, ბოლოსდაბოლოს, უნდა დავინახოთ, რომ პოლიტიკას ღირსეული ადამიანები აკეთებენ და გულწრფელი მსახურება ქვეყნის არის ამოსავალი წერტილი. - განაცხადა ნანა ალექსანდრია პარტია ფედერალისტების პრეზენტაციაზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა